ახალი ავიარეისები ევროპის მიმართულებით

კიდევ ერთი პირდაპირი ფრენა საქართველოდან იტალიის მიმართულებით.

ამჯერად დანიშნულების ადგილი პატარა ქალაქი ფორლია, რომელიც მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმით ერთ-ერთ გამორჩეული ლოკაციაა. ბალნეოლოგიური კურორტი დამსვენებელს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურას და საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ფორლის წლის განმავლობაში 11 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის დღეიდან ქართველი ტურისტებიც იქნებიან. რეგულარულ ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს. პირველი ფრენა უკვე განხორციელდა, მგზავრებს შორის „მოამბის გადამღები“ ჯგუფიც იმყოფებოდა.