ახალი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.