საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალ ბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია – „ნორვეგიანი“ (Norwegian) შემოდის. ის ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების პროცესში სკანდინავიის ქვეყნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია.