ახალი ასაფრენი ბილიკი ქუთაისის აეროპორტში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
დასკვნით ფაზაშია ახალი ასაფრენ დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც სექტემბერში უნდა გაიხსნას. პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი დიდ გაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, რაც ქალაქის სატრანსპორტო ფუნქციას კიდევ უფრო გაზრდის. მოლოდინია, რომ ახალი ბილიკის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აეროპორტის დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება, ქუთაისი კი რეგიონული სატრანსპორტო კვანძი გახდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დღეს ეკონომიკის მინისტრი პირადად გაეცნო.