ახალი ამბულატორია ქალაქ ჯვარში
სამეგრელოში, ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ახალი ამბულატორია გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი, რაც მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამბულატორიაში სამი ექიმი და სამი ექთანი იმუშავებს. სამედიცინო პერსონალი პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას დაახლოებით 5 000 მოქალაქეს გაუწევს. ჯვართან ერთად, ამბულატორია სოფელ ოჭანესა და სოფელ ნაკას მცხოვრებლებსაც მოემსახურება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გაზრდის.