ახალი აღმოჩენების ადგილი – მოგზაურობა ხევსურეთში 

21:53, 21.08.2026

უნიკალური ბუნებით გამორჩეული ულამაზესი მხარე, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. დღეს არხოტის ხეობაზე მოგიყვებით, სადაც „მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.

მრავალწლიანი უგზოობის შემდეგ არხოტის სოფლებთან დაკავშირება უკვე საავტომობილო გზითაა შესაძლებელი – მხარეში, სადაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილი გადის, ტურისტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება – მოქმედებს საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, მოწყობილია კოტეჯები. მესაქონლეობასთან ერთად ტურისტების გამასპინძლება და შესაბამისი მომსახურება, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყაროა.

სალომე ელისაბედაშვილის და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიიდან.

მსგავსი