კიდევ ერთი ისტორიული აღმოჩენა დმანისში – სოფელ ქვემო ოროზმონაში არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ნაპოვნი ადამიანის ქვედა ყბა მეცნიერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის კლიმატზე.
საუბარია მილიონ 800 000 წლით დათარიღებულ ჰომოერექტუსის სახის ნაწილებზე. ტერიტორიაზე, სადაც სიძველეს მიაგნეს, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაშთებიცაა ნაპოვნი. ექსპედიციაში სტუდენტებიც მონაწილეობენ, რომლებიც ქვედა ყბის აღმოჩენის პროცესს ჩვენს გადამღებ ჯგუფთან დეტალურად აღწერენ.
„მოამბე“ დმანისიდან.