თბილისში ახალი ავტობუსები უახლოეს მომავალში სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ჯამში, უკვე 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს. ახალი ავტობუსები ბუნებრივ გაზზე მუშაობს. 162 მგზავრზეა გათვლილი და ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.