„ახალგორი“ – ქალთა საფეხბურთო კლუბი
ფეხბურთი – სპორტი, რომელიც მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს და ძირითადად კაცებთან ასოცირდება. თუმცა წეროვანში დაარსებული ქალთა გუნდი ახლა ამ სტერეოტიპის დანგრევას ცდილობს. საფეხბურთო კლუბი „ახალგორი“ უკვე რამდენიმე წელია რეგიონულ სპორტულ რუკაზე საკუთარ ადგილს მყარად იკავებს. გუნდი დევნილთა დასახლებაში შეიქმნა და დღეს 22 მოთამაშეს აერთიანებს. მათი პროფესიული განვითარება სირთულეებითა და დაბრკოლებებითაა სავსე – იჯარით აღებული სტადიონი, ტრანსპორტირების პრობლემა, შეზღუდული ბიუჯეტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ახალგორის“ ფეხბურთელები მეორე ლიგაში ასპარეზობენ და ეროვნული ნაკრების კანდიდატებიც ჰყავთ.
ნატა ტაბიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები