ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

კონცერტისთვის ემზადება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.

პანდემიის დროს დისტანციურად გამართული საღამოების შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა მსმენელთან. მაყურებელი პიანისტ გიორგი გიგაშვილის მიერ წარმოდგენილ ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტს მოისმენს.

დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით შესრულდება მოცარტის 39-ე სიმფონიაც. ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი 4 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება. კიდევ ერთი კონცერტი კი 22 აპრილსაა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი