ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია კახეთში – შეხვედრა ბოდბეში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასაქმება, განათლება და სხვა გამოწვევები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიურობაა. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცეების მოწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის აუცილებლობაზე. ორგანიზაციის დასკვნით კონფერენციას დედაქალაქი უმასპინძლებს.