ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია 

ამბროლაურში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეცხრე კონფერენცია გაიმართა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ახალი თაობის ხედვები უნდა გაითვალისწინონ და გაარკვიონ, რა საჭიროებები აქვთ ახალგაზრდებს. მიზანია მათი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვაც. რიგით მეცხრე შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მთავარ პრობლემად მიგრაცია დაასახელეს.