ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფისის გახსნა
ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფისი გაიხსნა. ფესტივალის ფინალურ ასპარეზობას ბათუმი 2026 წლის 2-დან 6 ივნისამდე უმასპინძლებს. შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, ფესტივალში 14 დან 17 წლამდე 1200-ზე მეტი სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია კი ბათუმის ბულვარში გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი წარმოადგენს პირველ მულტისპორტულ, მასშტაბურ შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ასევე ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.