ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალს 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით, ბაკურიანთან ერთად თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. სპორტის 8 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში – ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი, 8 სპორტსმენი იასპარეზებს. ქართულ დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ორგანიზატორების განცხადებით, გახსნის ცერემონია დატვირთული იქნება ქართული ტრადიციული ელემენტებით, ხოლო სპორტსმენების აღლუმი ხორუმის თანხლებით გაიმართება.
შალვა სუმბაძის ჩართვა ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში.