ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში

18:24, 09.02.2025

რამდენიმე წუთში ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალს 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით, ბაკურიანთან ერთად თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. სპორტის 8 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში – ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი, 8 სპორტსმენი იასპარეზებს. გახსნის საზეიმო ცერემონიას პირდაპირ ეთერში პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ლევან ღუდუშაურის ჩართვა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი