ბაკურიანში ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, კერძოდ ბაკურიანში ბიათლონის და სამთო რბოლის ტრასა, ასევე თბილისსა და ბათუმში ყინულის ახალი სასახლეები აშენდა. მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ჯამში ასი მილიონი ლარი გამოიყო. 16 თებერვლის ჩათვლით ასპარეზობა გაიმართება რვა დისციპლინაში – ესენია სამთო თხილამურები, ფრისტაილი, სნოუბორდი, ბიათლონი, თხილამურებით რბოლა, ციგურებით სრიალი, ფიგურული სრიალი და ყინულის ჰოკეი. საქართველო კი სპორტსმენებს მხოლოდ სამ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობაში, სამთო თხილამურებით რბოლასა და ბიათლონში წარადგენს.