ახალგაზრდული ჰაბი
ადგილი, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები ახალ თაობას აერთიანებს. ფოთში, მე-19 საუკუნის შენობაში, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი, ინოვაციური ახალგაზრდული ჰაბი გაიხსნა. მრავალფუნქციურ სივრცეში იდეათეკა, 3D ლაბორატორიები, ვიდეო და ხმის ჩამწერი სტუდიები, ასევე არაფორმალური განათლების კლუბებია განთავსებული. ამოქმედდა სპეციალური პლატფორმები, რომლებიც მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე მარტივ წვდომასა და ციფრულ ჩართულობას უზრუნველყოფს. ჰაბი ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებას, სოციალურ ინტეგრაციასა და მათი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება.