ახალგაზრდული ფორუმი იმერეთში

ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების გამართვას აგრძელებს და დასავლეთ საქართველოში მესამე ფორუმს აწყობს.

დღეს ფორუმი ქუთაისში გაიმართა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეები გააერთიანა. ფორუმს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრო. ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა. ფორუმებზე დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას წარადგენენ, რის შემდეგაც, მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.