ახალგაზრდული ფორუმი

15:33, 12.08.2026

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა. მონაწილეობა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტმა პირმა მიიღო. წარადგინეს ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ფორუმის მთავარი მიზანი ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის დიალოგის გაძლიერება და საჯარო საქმიანობის წარმართვის პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობაა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალგაზრდული ფესტივალით გაგრძელდება.

მსგავსი