„ახალგაზრდული ერთობის“ განცხადება

„ახალგაზრდული ერთობა“, 4 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის შემდეგ, დაპირებული ფულადი ჯილდოებისა და კომპენსაციების გაცემის შესახებ საუბრობს. პლატფორმის წარმომადგენლების თქმით, სპეციალურ სახელმწიფო ფონდს შექმნიან, იმუშავებს კომისიაც, რომელიც ინდივიდუალურად განსაზღვრავს ასანაზღაურებელი თანხების ოდენობას. საქმე ეხება იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, ასევე ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით დადგებიან 4 ოქტომბრის დემონსტრაციაზე.

აღნიშნული  დაპირების საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნებისმიერ გადაცდომას ექნება რეაგირება.