„ახალგაზრდული ძალა“ – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც დღეს დაფუძნდა. გუნდის მიზანია, პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. მოძრაობის წევრების თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება განიმუხტოს. „ახალგაზრდული ძალა“ გუნდის დაკომპლექტებას რეგიონებშიც იწყებს, ხვალიდან მოძრაობის წევრები რეგიონებში ახალგაზრდებს შეხვდებიან. დაფუძნების ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ პარტიის ჩამოყალიბებისთვის არ ემზადებიან, თუმცა სამომავლოდ ამასაც არ გამორიცხავენ. მათივე განცხადებით, „ახალგაზრდული ძალა“ აქტიურად არის ჩართული მიმდინარე საპროტესტო აქციებში და უერთდებიან მოთხოვნებს – ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.