ახალგაზრდული ბანაკი ყვარელში
ცესკო-ს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. განიხილეს 2024-2025 წლების საერთო არჩევნები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს, მათ უპირატესობებსა და გამოცდილებას. ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები.