ახალგაზრდული ბანაკი ყვარელში
ცესკო-მ ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ისაუბრეს ქვეყნის საარჩევნო ისტორიაზე, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო გამოცდილებაზე, არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიას 50-მდე ახალგაზრდა დაესწრო.