ახალგაზრდული ბანაკი დევნილებისთვის
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში, ქალაქ ათენში საერთაშორისო ბანაკი მოეწყო. ბანაკის დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო. საერთაშორისო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და ქალაქ ათენის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ათენის საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში, ასევე დაათვალიერეს ათენის ისტორიული ღირსშესანიშნაობები.