შს მინისტრის მოადგილემ ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკში საინფორმაციო შემეცნებითი შეხვედრა გამართა. მიზანი მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ახალგაზრდებმა მოისმინეს პრევენციული ხასიათის ინფორმაცია ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენისა და სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.