აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ახალგაზრდულ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დევნილი მოსწავლეები და ვეტერანთა შვილები მიიღებენ.