ახალგაზრდულ-მრჩეველთა საბჭო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. წარდგენა კახეთში გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა საკუთარ ხედვებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს. გაეცნენ როგორც აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყების საქმიანობას, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.