ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღე
ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს მოზარდებისა და ახალგაზრდების კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს.
საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში. კვლევის მიზანი იყო, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება. ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, კვლევის მიხედვით მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.