ახალგაზრდობის კვირეული

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილ საზეიმო კვირეულს მართავს.

ღონისძიება და კონცერტი დღეს, 20 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მისი მიზანი ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევის აღნიშვნაა. კვირეული შაბათს დასრულდება. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე განმარტავს, რომ ახალგაზრდების მობილიზება სწორედ ამ ღონისძიებას უკავშირდება. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ახალგაზრდების მობილიზების მიზანი ოპოზიციის კონტრაქციის გამართვა, ჩაკვეტაძე უარყოფითად პასუხობს. რც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გამოჩენას დღევანდელ აქციაზე, ის განმარტავს, რომ თავმჯდომარე კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებაში არ ერევა.

დატოვე კომენტარი