ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა

მთავრობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტს იწყებს: მომავალი წლიდან, თუ კომპანია გამოცხადებულ ვაკანსიაზე ახალგაზრდა კადრს დაასაქმებს, ახალი თანამშრომლის ხელფასის ნახევარს 6 თვის განმავლობაში მთავრობა გადაიხდის. რა თანხის დახარჯვა იგეგმება სუბსიდირების მორიგ პროგრამაზე და რამდენი მოქალაქე შეიძლება დასაქმდეს ახალი პროგრამის ფარგლებში – დეტალები ერთ თვეში გახდება ცნობილი.

სალომე სილაგაძე არკვევდა, რა მოლოდინები აქვთ სამსახურის მაძიებლებსა და დამსაქმებლებს.