„ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ – ღონისძიება თბილისში
„ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ – მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით. დააჯილდოვეს გამარჯვებულები ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“. ახალგაზრდებს გადაეცა პრემია 3 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.