ახალგაზრდა ვოკალისტთა პროგრამა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე პროექტის, – „ოპერა სტუდია,“ – მონაწილეების შესარჩევად ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა მიმდინარეობს.

პროექტი ევროკომისიის პროგრამის, – „შემოქმედებითი ევროპა,“ – ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს პარტნიორი თეატრების – ოპერა „ტენერიფეს“, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის თეატრის, – თანამშრომლობას. მოსმენებზე, რომლებიც სამივე მონაწილე ქვეყანაში ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 170 მომღერალი დარეგისტრირდა.

შერჩეული ათი მონაწილე „ტენერიფეში“ გაივლის ორთვიან ინტენსიურ კურსს.

დატოვე კომენტარი