ახალგაზრდა ქართველი პიანისტის კონცერტი

ბერლინში ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება „კონცერტჰაუსის“ ისტორიულ დარბაზში კომპანია „ბერნშტაინის“ ორგანიზებითა და ლიზა ბათიაშვილის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. 15 წლის ქართველმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ბეთჰოვენის, ბერგის, შუმანის და ვაგნერის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარი კომპოზიციაც შეასრულა.