ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალური კონფერენცია

15:13, 05.09.2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს. ღონისძიება 4 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დაიწყო და 6 სექტემბერს დაიხურება. კონფერენციის მთავარი ლოზუნგია „ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ღირსების დაბრუნება ყველასთვის რთულ დროში“. ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო ჯგუფების ფორმატში, 60 ქვეყნის პარლამენტარებმა და დარგის ექსპერტებმა განიხილეს აქტუალური საკითხები, მათ შორის: ციფრული უსაფრთხოება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა კონფლიქტურ ზონაში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევები, ასევე, ახალგაზრდების პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხის უფლებები.

მსგავსი