ახალგაზრდა მეცნიერთა დაჯილდოვება

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერები და მეცნიერთა ჯგუფები დააჯილდოვა.

ჯილდო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისთვის კონკურსის წესით 4 ნომინაციაში გაიცა. წელს კონკურსი მესამედ გამოცხადდა, წლის განმავლობაში წარდგენილი 151 განაცხადიდან კი, 14-მა გაიმარჯვა.