ახალგაზრდა „ლეიბორისტების“ აქცია

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, რომელიც, მათი თქმით, ეფექტიანად გააკონტროლებს და შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში.

ახალგაზრდა „ლეიბორისტებმა“  აქცია-პერფორმანსიც მოაწყვეს და მოუწოდეს მმართველ გუნდს, მხარი დაუჭირონ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

პროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს კანონში „ლატარიებისა და აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს, ელექტრონული ფორმით, ონლაინ სამორინეში რეგისტრაცია შეეზღუდება.