ახალგაზრდა ხელოვანების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

18:39, 30.10.2026

ახალგაზრდა ხელოვანების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

ინიციატივის მიზანი ახალი მხატვრული ხედვების აღმოჩენა და ახალგაზრდა ავტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო. სულ 499 განაცხადი დარეგისტრირდა. საკონკურსოდ 105 ნამუშევარი შეირჩა, საბოლოოდ, გამოფენაში კი მონაწილეობა 29 ნამუშევარმა მიიღო. გამარჯვებულ პირველ სამეულს შესაბამისად, 5 000, 2 000 და 1 000 ლარი გადაეცათ.

მსგავსი