ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი

საია-მ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევების გამო, ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნული სარჩელი უკვე დაარეგისტრირა სტრასბურგის სასამართლომ. მათი თქმით, არჩევნების დროს დაირღვა კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური უფლება. საია-ში აცხადებენ, რომ წარდგენილი სარჩელი თავის შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს შეუძლია კონვენციის ჭრილში შეაფასოს 2024 წლის არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები.