ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

„28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტების მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას“ – სამი ადგილობრივი ორგანიზაცია წამების მიმართულებით მომუშავე 4 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნას აქვეყნებს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, დოკუმენტი საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას და 11 პირის საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზას ეყრდნობა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, შესწავლილი ფაქტები წამების სისტემურ პრობლემებზე მეტყველებს.