მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არადემოკრატიულსა და რეპრესიულს უწოდებს. ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, პროევროპული პროტესტის მე-14 დღეს, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, “ქართულმა ოცნებამ” ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიცირა, ცვლილებები, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. საია-ს განმარტებით, საუბარია საარჩევნო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, საჯარო სამსახურის, პოლიციის, შეკრებისა და მანიფესტაციების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებზე.