ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

18:06, 03.02.2025

გასულ ღამეს, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია 26 პირის დაკავებაზე შევიდა. საია-ს ინფორმაციით, 5 პირს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება დასჭირდა. ადვოკატებმა დაკავებულების მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათში შეძლეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობენ.

მსგავსი