ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

საია-მ ეუთო-ს ვენის მექანიზმის ფარგლებში წერილობითი ინფორმაცია წარადგინა. აღნიშნული წერილი შეეხება ეუთოს 38 წევრი ქვეყნის მიერ ვენის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოსთვის შემუშავებულ კითხვებს. წერილობით ინფორმაციაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში მიმდინარე გამოძიების გამოწვევებზე. ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეუთო-ს მიაწოდა იმ მოქმედებების სია, რომლებიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა შეასრულოს. ამასთან, საია მოითხოვს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც გულისხმობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო მოკვლევის ჩატარებას.