ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში

საია-მ 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს გაუარესებულია ამ მხრივ მდგომარეობა, მაგალითად 5 ივლისის მოვლენებია დასახელებული. გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტებმა განაცხადეს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც გავლენას ახდენს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არიან სამედიცინო სექტორში , მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, როგორც მძიმე შრომითი პირობების, ასევე დაბალი შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით. საია-მ პრობლემად დაასახელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებები.