„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში მოამზადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ანგარიში ფარავს სექტემბრის თვეში გამოვლენილი დარღვევების შესაძლო ფაქტებს. საერთო ჯამში, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის, ამომრჩევლის მოსყიდვის, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლების შექმნის შემთხვევები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან  აფილირება. ასევე, საუბარი შეეხო სექტემბერში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში. მათივე თქმით, წინა საანგარიშო პერიოდების მსგავსად, გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორები.