ახალციხის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ახალციხის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მისი ახლობლების განცხადებით, 22 წლის ქალმა გუშინ იმშობიარა, დღეს დილით კი პალატის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს.

მედიკოსების ცნობით, სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თრომბი იქცა. ოჯახი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობას აკისრებს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.