ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი, კაპრალი მირზა ჩაჩუა გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

გარდაცვლილის ოჯახს სპეციალური განცხადებით მიუსამძიმრა თავდაცვის უწყებამ.