ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი სოფელ გურკელში, წინუბნისში, საყუნეთში, აგარასა და ზიკილიში იმყოფებოდა. ვარლამ წიკლაურმა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, სახელმწიფო სერვისებზე, მუნიციპალიტეტში მოქმედ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, ასევე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.