ახალციხის მერი სპორტული კომპლექსის თანამშრომლებს შეხვდა

12:25, 19.08.2026

ახალციხის მერი სპორტული კომპლექსის თანამშრომლებს შეხვდა. შეაჯამეს ექვსთვიანი მუშაობა, ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე. ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი 6 თვეა რაც ფუნქციონირებს. ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ დიდი და მცირე საცურაო აუზებით და ფიტნეს-დარბაზით. ასევე, კომპლექსში კრივის, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობისა და ძიუდოს უფასო წრეები ფუნქციონირებს.

მსგავსი