ახალციხეში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ახალციხეში ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავების ოპერაცია თბილისში ჩატარდა.

დაკავებულის თანამზრახველის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებ პირს უცნობმა პირებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფული გასტაცეს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.