ახალციხელობა

21:56, 01.07.2026

დღესასწაული, რომელიც სამცხე-ჯავახეთის უნიკალურ ისტორიას ყველაზე კარგად გადმოსცემს.

ახალციხეში ქალაქის მთავარი დღესასწაული „ახალციხელობა“ გრანდიოზულად აღნიშნეს. საზეიმო   ღონისძიებების ეპიცენტრი ისტორიული ციხის ტერიტორია იყო, სადაც მე-12 საუკუნის მესხეთი გააცოცხლეს. მოეწყო ძველი ქალაქის ბაზარი, ქართული ტრადიციული ასპარეზობები, რაინდთა ორთაბრძოლები და ძველი ავთენტური ქორეოგრაფია. სადღესასწაულო აქტივობები ნებისმიერი ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი. დღის ბოლოს ახალციხის საპატიო მოქალაქეებიც გამოავლინეს. სახალხო ზეიმი მასშტაბური მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.

ახალციხელობა ტრადიციულად ყოველი წლის 30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღინიშნება.

მსგავსი